საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

26-29 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტ „სამედიცინო განათლების განვითარებისა და შესაძლებლობების შექმნის“ ( „Development of the medical educational process and capacity building“) ფარგლებში ეწვია პაულა სტრადინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დელეგაცია

პროექტი მიზნად ისახავდა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილებისა გაზიარებისა და ცოდნის გადაცემის (მათ შორის დიგიტალიზაციის მიმართულებით) გზით. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ახალგაზრდა ექიმების ჩართულობის ხელშეწყობის გზით.

 

პროქტის პირველ დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც მონაწილეებმა თავი წარადგინეს და გაეცნენ ერთმანეთის საქმიანობას. შემდგომ შეხვედრაზე ლატვიის პაულა სტრადინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჩაატარა ლექცია გადაწვისა და ემოციური ინტელექტის თემაზე, რომლის დროსაც სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუზიარა პრაქტიკული სავარჯიშოები გადაწვის თავიდან ასაცილებლად.  შემდგომი ლექცია დაეთმო პროექტის განხორციელების შესაძლებლობს და სპიკერმა (J.Stare) სტუდენტებს განუმარტა პროექტის შემუშავებისა და ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელი ნაბიჯების შესახებ.  სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროფესორ A.Reins-ის მიერ ჩატარებულმა შეხვედრამ ციფრული ლაბორატორიის შესახებ. ლექტორმა დეტალურად გააცნო სტუდენტებს ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო ასევე სამედიცინო სფეროში არსებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ლექცია. საკითხის სიმწვავე განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდპანდემიის დროს, ლატვიელმა კოლეგებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს გაუზიარეს ამ კუთხით არსებული დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციის გზები. 

 

პროექტი მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რასაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც უნივერსიტეტის საქმიანობაზე, ასევე სრულიად საზოგადოებაზე. პროექტის ფარგლებში 26-29 სექტემბერს ჩატარრებული შეხვედრები და ტრეინინგები თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან, აკადემიურ პრესონალთან და სტუდენტებთან შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ინფორმატიული და ნაყოფიერი. პროექტი დაფინანსებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

თარიღი: 02/10/2023